საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის ფარგლებში – ,,არა ნარკოტიკს” მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა

,, ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.

მინი ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობა – მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 8 გუნდა მიიღო. საპრიზო ადგილები კი შემდეგმა გუნდებმა დაიკავეს, რომლებიც მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

1 ადგილი – ,,კრწანისი”

2 ადგილი – ,,ლემშვანიერა”

3 ადგილი – ,,სართი”

მინი ფეხბურთის ჩემპიონატს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ გედეხაური, მერი – დავით კარგარეთელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.”-აღნიშნულია განცხადებაში,რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading