საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა მალტის სუვერენული ორდენის ელჩთან, ტეოდორიკო ნანისთან
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის მიმართულებებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოთქვა მალტის სუვერენული ორდენის მიერ საქართველოში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და საქველმოქმედო საქმიანობისთვის.
მხარეებმა გამოხატეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მზაობა.
ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia ავრცელებს.

