საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს

საქართველოს რაგბის კავშირის მორიგ საარჩევნო ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს.

მისი კანდიდატურა საქართველოს რაგბის კავშირის 35-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელსაც ქართულ რაგბიში ოთხწლიანი წარმატებული პერიოდი ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში კი კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის

პოსტს იკავებდა.

ყრილობაზე ასევე ჩატარდა გამგეობის წევრთა არჩევნები; დელეგატებმა წარმოადგინეს კანდიდატურები და შვიდი წარმოდგენილიდან აირჩა ხუთი.

დავით კაჭარავა ყოფილი მორაგბეა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 122 თამაში აქვს ჩატარებული, რაც ქართული რაგბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს (25 ლელო). კაჭარავა ოთხი მსოფლიოს თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), „რაგბი – ევროპის“ ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading