საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.