საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეით და მე-5 საარტილერიო ბრიგადებს ესტუმრა. სამხედრო ქვედანაყოფებში თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

ქვედანაყოფებში სტუმრად მყოფი პრეზიდენტი გაესაუბრა სამხედრო მოსამსახურეებს და მათ საცხოვრებელ, ასევე სამუშაო პირობებს გაეცნო.

მე-4 ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ქვედანაყოფის ისტორიის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

მიხეილ ყაველაშვილმა ყაზარმების, სპორტდარბაზის, სიმულაციური კლასების და ლაზარეთის დათვალიერების შემდეგ, სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მოგვიანებით, მან მე-5 საარტილერიო ბრიგადა მოინახულა და მის ინფრასტრუქტურასაც გაეცნო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading