საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები სტუდენტური პარლამენტის შემაჯამებელ კონფერენციაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის ყოველწლიურ შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

გიორგი ვოლსკიმ და გივი მიქანაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს.

კონფერენციაზე ის პროექტები და ანგარიშები წარადგინეს, რომლებზეც ახალგაზრდული ორგანიზაციები მუშაობდნენ. ღონისძიებას 1600-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.

სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართეს: საპატრიარქოს, თბილისის საკრებულოს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, „ისრაელის სახლის“, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა სტუდენტური პარლამენტის და მთავრობის ყოველწლიურ შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading