საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

“ჩვენ სხვადასხვა რეგიონებს წარმოვადგენთ, მაგრამ ყველას ჩვენი საერთო სახლი – ევროპა გვაკავშირებს და მომავლის მიმართ საერთო მისწრაფებები გვაერთიანებს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ის, რაც საერთოა, არის ჩვენი ინტერესი მტკიცე, მშვიდობიანი და ეკონომიკურად ძლიერი ევროპის მიმართ.

ჩვენი ყოველდღიური რეალობა შეიძლება განსხვავდებოდეს, შავი ზღვა კი ჩვენს შორის იყოს, მაგრამ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები საერთოა. შესაბამისად, შავი ზღვა წარმოგვიდგენია ხიდად და არა ბარიერად.

საქართველო არის მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა, მშვიდობიანი და უსაფრთხო ევროპის ერთგული. საქართველომ ეს არაერთხელ დაამტკიცა ავღანეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამდე, ერაყიდან მალიმდე, და მათ შორის წარმატებული რეფორმებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები კვლავ რჩება და საქართველო თავის განვითარებას არსებითი საფრთხეების პირისპირ აგრძელებს, ჩვენი მიზანი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება – ურყევია.”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა

EU Integration Committee, Parliament of Georgia

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading