საქართველოს პარლამენტი უმაღლესი განათლების რეფორმის განხილვას იწყებს
დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტი იწყებს მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომელიც 2026 წლიდან უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვან ახალ წესებს აწესებს.
📌 რეფორმის ძირითადი მიმართულებები:
- საგრანტო მოდელი უქმდება: სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად დაფინანსებს სახელმწიფო.
- კერძო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსება არ გაიცემა.
- უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს ცვლილებები არ ეხებათ.
- სწავლება გადადის 3+1+1 მოდელზე:
- ბაკალავრიატი – 3 წელი (გამონაკლისია მარეგულირებელი პროფესიები, მაგალითად, მედიცინა).
- მაგისტრატურა – 1 წელი.
მარიამ ლაშხის განცხადებით, რეფორმა არსებითად ზრდის განათლების ხელმისაწვდომობას:
„სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, რაც ყველას აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება,“ – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.