საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელსაც აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 30 მარტს საპატიმროს დატოვებს

„საგამოძიებო იზოლატორში მისი (ბებუას) ყოფნის ვადა 30 მარტს იწურება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით ის გამოვუშვათ, იმის გამო, რომ აფხაზეთში სასჯელაღსრულების დაწესებულება არ არსებობს და არის მხოლოდ საგამოძიებო იზოლატორები, იზოლატორში გატარებული ერთი წელი ადამიანს ორ წლად ეთვლება.” –  განაცხადა აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ კიუტმა.

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვა ედებოდა. მოგვიანებით მას ე.წ. სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading