საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კაწონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.