საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და მონტენეგროს კონკურენციის დაცვის სააგენტოს პრეზიდენტმა დრაგან დამიანოვიჩმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მემორანდუმი მიზნად ისახავს – კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული 24-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading