საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „სკინესტ რეილ ჯორჯიას“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო
საჩივარი ეხებოდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევას (თავისუფალი ფასწარმოქმნისა და კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვას).
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
2025 წელს, GCCA-იმ 4 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.