საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თანამშრომლებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა დიალოგის ფორმატში ჩატარდა, სადაც ყურადღება გამახვილდა თუ როგორ უნდა განხორციელდეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, რათა საკითხის შესწავლის და შემდგომ მისი გასაჯაროების პროცესში GCCA_ის მიერ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული. კერძოდ, შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს მონაცემთა დამუშავების პრინციპები, კანონიერების შემოწმების მექანიზმები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, საერთაშორისო სტანდარტები და სხვა ძირითადი საკითხები.

✔️ინფორმაციისთვის: GCCA-ის თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების და დაკისრებული უფლებამოსილების მეტად ეფექტურად შესრულების მიზნით, სასწავლო კვლევითი ცენტრის მიერ, სააგენტოს თანამშრომლებისთვის, 2025 წელს – აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა ტრენინგ კურსების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, რაც მათ ხელს შეუწყობს მონაწილეობა მიიღონ და ინფორმირებულნი იყვნენ, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არსებული ტენდენციების შესახებ.

 საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading