საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (SEU) ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის დელეგაციასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას უმასპინძლა

ღონისძიებაზე საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინი გიგინეიშვილმა ფედერაციის საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შეხვედრაში ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და ორგანიზაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მუკათარიძემ მიიღეს მონაწილეობა.

გიორგი ჩაკვეტაძემ დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა. ყურადღება გამახვილდა განათლების სექტორსა და სპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე.

2-6 აპრილს, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მოწვევითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თბილისში ვიზიტით იმყოფებიან ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის (EUSA) პრეზიდენტი ადამ როზეცკი, ევროპის 15 ქვეყნიდან გამგეობის წევრები და ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ასოციაციის 2025 წლის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს სპორტის კომიტეტის წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading