საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ელექტროტექნიკური მოწყობილობების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გამოყენებადი ელექტროტექნიკური მოწყობილობების სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხების განხილვა.

შეხვედრის ფარგლებში სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსა და სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ელექტროტექნიკური მოწყობილობების მიმწოდებელ კომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია სემეკის მიდგომებისა და რეგულაციების, ელექტროტექნიკური მოწყობილობების ბაზარზე განთავსების პროცედურების, საქართველოში აღიარებული სტანდარტების, აკრედიტაციისა და სერთიფიკაციის პროცესების შესახებ.​

იქიდან გამომდინარე, რომ სემეკი აფასებს, ამტკიცებს და მონიტორინგს უწევს ლიცენზიანტების მიერ განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებს, კომისიის ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გამოყენებული ელექტროტექნიკური მოწყობილობების სტანდარტებთან შესაბამისობა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading