საქართველოს ელჩმა ფინეთის რესპუბლიკაში, ირაკლი ხუცურაულმა, ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის მოწვევით, დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელთათვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიების ფარგლებში ელჩმა შეხვედრები გამართა ფინეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფინეთის განათლების მინისტრთან.

განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ფინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading