საქართველოს ელჩმა ესპანეთის სამეფოში, ალექსანდრე ჭკუასელმა, შეხვედრა გამართა ესპანეთის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომიტეტის პრეზიდენტ ედურნე ურიარტე ბენგოეჩეასთან

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე, ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობასა და საპარლამენტო განზომილების როლზე ორი ქვეყნის პოლიტიკური დიალოგის განმტკიცების საქმეში.

დეპუტატმა ედურნე ურიარტემ გამოთქვა მზაობა მუშაობისთვის, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსთან თანამშრომლობა საკანონმდებლო დონეზე და ისაუბრა კონკრეტულ ინიციატივებზე, რომლებიც სამომავლოდ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading