საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე, ჩინეთის კუანტუნის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო „ახალი თანამშრომლობა, ახალი შესაძლებლობები, ახალი განვითარება

საქართველოს ინვესტიციების სემინარი“-ში, რომელიც Guangzhou Nansha China Enterprises “Go Global” Comprehensive Service Center-სა და „საქართველოს სარტყელისა და გზის ბიზნეს სახლის“ ორგანიზებითა და საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრო 120-მდე მონაწილე, მათ შორის ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, კომპანიების ლიდერები და ინვესტორები.

ასევე, საქართველოს ელჩი, პაატა კალანდაძე შეხვდა ქალაქ კუანჭოუს ნანშას რაიონის აღმასრულებელი ხელმძღვანელის მოადგილეს, სუნ იუნგსა.

შეხვედრაზე სუნ იუნგმა ელჩს გააცნო ნანშას ეკონომიკური და სავაჭრო შესაძლებლობები. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოხატეს მზადყოფნა, რომ გააძლიერონ ურთიერთობები, მათ შორის კონკრეტული პროექტების ფარგლებში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading