საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუჰი გალიანს შეხვდა
2025 წლის 11 მარტს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუჰი გალიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე და გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა.
ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.