საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ახალციხეში გიმასპინძლებთ!

12:00-18:00 საათი – გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან დაცული ტერიტორიების, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ერუშეთის ეროვნული პარკის, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას.

სტუმრებს 3D სივრცეში დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.

ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით.

შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading