საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შვეიცარიაში
შვეიცარიაში, ქ.ბერნში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება. შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ანსამბლ “რუსთავის”კონცერტი.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შოთა გეწაძემ.
ღონისძიებას შვეიცარიის ფედერალური უწყებებისა და შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
მიღების ფარგლებში გათამაშდა ავიაკომპანია edelweiss-ისა და easyJet-ის პირდაპირი ფრენის ავიაბილეთები ჟენევიდან და ციურიხიდან თბილისის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთები მოიგეს შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ასევე აზერბაიჯანელმა და იაპონელმა დიპლომატებმა, რომლებიც საქართველოში იმოგზაურებენ.
საქართველოს საელჩომ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით უმასპინძლა.




