საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში, 2025 წლის 16 აპრილს, 14:30 საათზე, გაიმართება შეხვედრა ტყის მოვლა-აღდგენის საკითხებზე
აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს ტყის მართვის ორგანოები წარმოადგენენ მოხსენებებს დაგეგმილ აქტივობებსა და განხორციელებული ღონისძიებების შედეგების შესახებ. დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ გაწეულ სამუშაოებსა და შექმნილ დოკუმენტებს; შეხვედრაზე წარმოდგენილი აქტუალური საკითხები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება მიზანშეწონილების მიხედვით.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთათვის, 10 აპრილის ჩათვლით, დარეგისტრირება აუცილებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/iEvtQtoqqJeCwFts8