დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე უძღვებოდა.
დამტკიცდა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორცელებული ცვლილება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტისთვის კაპიტალური ტრანსფერის გეგმის 7 მილიონი ლარით გაზრდამ გამოიწვია და ხარჯვით ნაწილში თანხები მუხლობრივად სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.
დღესვე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა.
გასული წლის ბიუჯეტის 97,5 %-იანი შესრულების ანგარიშის მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატბმე ალექსანდრე ბერიძემ, ვაჟა მორგოშიამ და ზურაბ ბერაძემ, ხოლო პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გასაცემი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა, რომელიც დეპუტატებს მერის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილემ გია ანთაურმა გააცნო.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, ქალაქის რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა, კერძოდ 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩის ნაწილს – დავით გოლუბიანის, გიორგი ჭყონდიდელის ტერიტორიულ ერთეულში, გოგოლის ქუჩას – ქეთევან დედოფლის, მარის არხის დასახლებაში უსახელო ქუჩას – სლავა მეტრეველის, ხოლო თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე უსახელო ქუჩას – ალექსანდრე ლობჟანიძის სახელი მიენიჭა.
რიგით N44-ე სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა თოთხმეტი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე კვლავ არ იმყოფებონენ ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ წევრები.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Rustavi Municipality City Council




