საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის რეგიონულ მენეჯერს, კარსტენ ცანგს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რამდენიმე დღის წინ საქართველოს ავიაბაზარზე Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss-ის შემოსვლის საკითხს და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო დეტალებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს Lufthansa Group -ში შემავალი სხვა ავიაკომპანიების საქართველოში შემოსვლის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიებია: Lufthansa, Eurowings, Austrian Airlines, Edelweiss, Swiss, Bruselss Airline, ITA Airways, საიდანაც 4 უკვე საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, საქართველოს ავიაბაზარზე Lufthansa Group-ში შემავალი 5 ავიაკომპანია ჯამურად 13 სიხშირით ოპერირებს, ზაფხულის სეზონზე კი ფრენების რაოდენობა კვირაში 20 გახდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading