საქართველის პრეზიდენტი ინაუგურაციას ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს
,,ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას.
წარმატებებს ვუსურვებ პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში, გაცხადებული ღირებულებების დაცვასა და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში!”- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.