საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ 4 კანდიდატს მოუსმინა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, პრეზიდენტმა 5 პირი წარუდგინა პარლამენტს, თუმცა, ერთმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ოთარ შამუგიას, ნინო ჯელაძის, ლევან ძნელაძის, ვახტანგ ბურკიაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები კომიტეტის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ გააცნო.

ოთხივე კანდიდატმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading