,,სასიხარულოა რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდგომ, დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში, მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი”-მიხეილ ყაველაშვილი
„სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება – სწორედ ესაა ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი 4 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხვედრა მაძლევს ღრმა რწმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან,“- აღნიშნა პრეზიდენტმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას.