იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ხარანაულმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები წარადგინა
მიხეილ ზაზაშვილი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, პროფესიით იურისტია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მას სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ალექსი მაზმიშვილი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.
პროფესიით იურისტია, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს საჯარო სამსახურში მრავალწლიანი გამოცდილება.




