სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 508 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ აღმოაჩინეს.
მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, მოხდა უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა, სხეულზე მალულად განთავსებული რამოდენიმე შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშულება.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.