„სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების მონაწილეობით ,,BRITACOM“-ის ყოველწლიური საბაჟოს სხდომა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე და და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია დაესწრნენ ქ. პეკინში გამართულ „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ,,BRITACOM“-ის ყოველწლიურ საბაჟოს სხდომას, რომელიც მნიშვნელოვანი თემის – ,,გლობალური საგადასახადო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯის“ მსჯელობას დაეთმო.
შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს BRITACOM-ის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა და ჩინეთის სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვან დაუსუმ, ასევე BRITACOM-ის საბჭოს თავმჯდომარემ და ჰონგ კონგი, ჩინეთის შიდა შემოსავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბენჯამინ ჩანმა. სხდომას მიმართა ჩინეთის სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰუ ჯინლინმა, რომელმაც BRITACOM-ის გაძლიერების მიზნით სამი ძირითადი ინიციატივა წამოაყენა – მაღალი ხარისხის ორმხრივი სარგებლის გაფართოება, მაღალი დონის შესაძლებლობების განვითარება და ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტში ინოვაციური პრაქტიკის წახალისება.
აღნიშნულ ღონისძიებაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ ჩინეთის სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, რომელმაც მონაწილეებს უწყებაში მიმდინარე წარმატებული რეფორმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. ამასთან, ფორუმის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ,,სარტყლისა და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის რიგით მე-6 კონფერენციის მოსამზადებელი საკითხები, რომელიც 2025 წლის 9–11 სექტემბერს, ნეპალში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ,,სარტყელი და გზის ინიციატივის“ ფარგლებში, საგადასახადო ადმინისტრაციათა თანამშრომლობის ,,BRITACOM“-ის მეოთხე წლიურ კონფერენციას მასპინძლობდა.
BRITACOM-ი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას წარმოადგენს, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან.



