საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ რეგისტრაციის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას.

საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading