საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციის თაობაზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა.


კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განმარტებით, „ევროპელი სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე კომიტეტს განცხადებით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა: ილია ინჯიამვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა.


საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.


კომიტეტმა მხარი დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე კომიტეტის დასკვნას.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading