საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა 51 პირი დააკავეს
გასული ორი დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძე განაცხადა, დაკავებულია 51 პირი.
საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებები სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს.