საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების სამინისტროს მიერ სასულიერო პირთა გადამზადება გრძელდება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, აგრძელდება სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადების პროგრამა, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამის მიზანია სასულიერო პირების კომპეტენციების გაძლიერება „ღირებულებით განათლებასა“ და „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებში“.
ამჯერად შეხვედრა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ღირებულებითი განათლების“ ძირითად პრინციპებზე, არაფორმალური განათლების სპეციფიკაზე და სწავლების თანამედროვე მიდგომებზე. აღნიშნული თემები დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
გადამზადების წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს საბაზო საფეხურის შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.