საპატრიარქომ ჰუჯაბის ეპისკოპოსის განჩინება შეაჩერა

საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სინოდურმა კომისიამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის მიერ გიორგი შინჯიკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენის შეჩერების რეკომენდაცია გასცა.

“მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა.

სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.

მოსმენილის საფუძველზე გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს”. –წერია 19 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading