,,სამწუხაროა, რომ ბუნდესტაგის წევრები დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის წარმოებას ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ,მათ განცხადებაში ფაქტობრივი ტყუილებია, შესაბამისად, არანაირი ფასი არ აქვს”-რატი იონათამიშვილი
„ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივი ტყუილები და შესაბამისად, არანაირი ფასი მას არ აქვს. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ადამიანები, ვინც არიან ბუნდესტაგის წევრები დეზინფორმაციას და ჰიბრიდული ომის წარმოებას ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მაგალითისთვის, საუბარია, რომ ეუთო/ოდირი თურმე არ ყოფილა გრძელვადიანი საარჩევნო მისიით წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გრძელვადიანი მისიის წევრები მადლობას ეუბნებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლებას, რომ გრძელვადიანი დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ და ამ მხრივ თავისუფალი გარემო იყო უზრუნველყოფილი. რას ემსახურება ეს დეზინფორმაცია და ტყუილი, რასაკვირველია, ამაზე ჩვენ საზოგადოებას ექნება პასუხი, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი. მათ არა აქვთ არანაირი ფაქტები, ამიტომ მიმართავენ დეზინფორმაციას. რა თქმა უნდა, ვერც დეზინფორმაციით ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას“, – მის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.