,,საკითხებზე, რომელზეც შეიძლება თანხვედრა, პოლიტიკური დიპლომატია ჩაერთოს ამ ყველაფერში. არ უნდა იმართებოდეს ენჯეო სექტორებით“-მიხეილ ყაველაშვილი

„სულ ახლახან ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენი არ მართავდა ქვეყანას და გამოძიების დაწყებასაც აპირებდნენ, თუ ვინ ერეოდა ბაიდენის ადმინისტრაციაში და ვინ იღებდა გადაწყვეტილებას.

გახსოვთ NED – თან და USAID – თან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება. მათ მოვუწოდებდით რომ ყოფილიყო ღია. თუ ჩვენი პარტნიორები ბრძანდებით, მოდით ღია იყოს ეს დაფინანსების წყარო და შეიძლება ჩვენ ამ ყველაფრის ხელშემწყობიც ვყოფილიყავით. დავინახეთ, რომ ამ ცვლილების შემდეგ თავად არსებულმა ადმინისტრაციამ როგორი ზეწოლა განახორციელა და მთელი მსოფლიოს თვალწინ გააშიშვლა ეს ორგანიზაციები.

ჩვენ უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ ამ ყველაფერში. ჩვენ მზად ვართ ამ გადატვირთვისთვის, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჯერჯერობით ადმინისტრაცია არ არის ამისთვის მზად. ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმ გამოწვევების ფონზე, როცა სხვა უფრო გამოწვევადი საკითხები დგას, ვერ მოსთხოვ, რომ საქართველოს საკითხით დაინტერესდნენ.

დაველოდებით და ჩვენ ვიქნებით გულწრფელი საკუთარ საზოგადოებასთან და ასევე აშშ-სთან, რომ თუ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, მაშინ საკითხებზე, რომელზეც შეიძლება თანხვედრა, პოლიტიკური დიპლომატია ჩაერთოს ამ ყველაფერში. არ უნდა იმართებოდეს ენჯეო სექტორებით“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე საუბრისას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading