,,მეგობარი აქტი“ არის იმ ძველი ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროცესი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა”-მიხეილ ყაველაშვილი
„თუ მას აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით, მას სრული უფლებამოსილება აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და განახორციელოს. „მეგობარი აქტი“ ემსახურება იგივე პროცესს, რაზეც რამდენჯერმე ვისაუბრე – ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალოს და დასაყრდენი ჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაცია და ე.წ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ჩაბმული არიან ამ პროცესში. ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ ეს პროცესი ამ დაკვეთით მიმდინარეობს, სწორედ ამას ემსახურება „მეგობარი აქტი“.

ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გამოწვეული, რომ აქ მოხდეს ვნებათაღელვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ განწყობა ხელისუფლების მიმართ შეიცვალოს და ხელისუფლების ცვლილება მოხდეს. მხოლოდ ამას ემსახურება და არც მალავენ, რომ „მეგობარი აქტით“ მიდის არსებულ ადმინისტრაციაზე ზეწოლა“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.