საელჩოს შენობაში ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ლაშა ორჯონიკიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ნორვეგიის სამეფოში, ზურაბ ბერიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. თავად მხატვარმა სტუმრებს თავისი შემოქმედება გააცნო და გამოფენილი ნამუშევრების შესახებ ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნორვეგიის სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და ნორვეგიელი სტუმრები;

ამასთან, 24 მაისს, საელჩომ დამოუკიდებლობის დღე დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. საელჩოსთან არსებულმა ქართულმა საკვირაო სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება წარმოადგინა. ელჩმა ზურაბ ბერიძემ ეროვნული დღესასწაული მიულოცა სკოლის მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული ცეკვები, სიმღერები და ლექსები წარუდგინეს. სკოლის მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ – საქართველოს ეროვნული

სიმბოლიკით.

ღონისძიებებზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading