სადახლო-საბაჟო პუნქტში ნარკოტიკული მედიკამენტის შემოტანა აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
ეჭვგარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქის დეტალური დათვალიერებისას სხეულზე მალულად 34 აბი აკრძალული მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.