საგზაო უსაფრთხოების გაძლიერება: რამდენი „ჭკვიანი“ კამერა მუშაობს ქვეყნის გზებზე

დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 8 886 ვიდეოკამერა, მათ შორის:

  • 2 515 ნომრის ამომცნობი („ჭკვიანი“) კამერა
  • 6 371 ზოგადი ხედვის კამერა

🛑 „ჭკვიანი“ კამერების სისტემა ავტომატურად ფიქსირებს ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციულ დარღვევებს:

  1. შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა
  2. უწყვეტი ღერძული ხაზის გადაკვეთა
  3. მოძრაობა მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში
  4. მოძრაობა საწინააღმდეგო მიმართულებით
  5. დაშვებული სიჩქარის გადაჭარბება

⚡ სექციური სიჩქარის კონტროლი საშუალებას აძლევს ავტოსატრანსპორტო საშუალების საშუალო სიჩქარე განისაზღვროს ერთ წერტილიდან მეორემდე. ამ დროისთვის მოქმედებს 658 სექცია, რომელიც ფარავს 2 327 კმ საავტომობილო გზას.

🎥 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერები გამოიყენება იმ ადგილებზე, სადაც „ჭკვიანი“ კამერებით დარღვევების დიფერენციაცია შეუძლებელია. მათი მეშვეობით ადმინისტრაციული დარღვევები ფიქსირდება ცენტრის ოპერატორების მიერ.

🚗 სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არმქონე ავტომობილების ფიქსაცია
2019 წლიდან, „112“-ის ბაზაზე დანერგილი სისტემა ავტომატურად აფიქსირებს მანქანებს, რომლებსაც არ გაუვლიათ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის არის 50 ლარი, იურიდიული პირებისთვის – 200 ლარი.

💡 პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა მძღოლები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები ვიდეო კონტროლის შესახებ.

ინფორმაციას 112 ავრცელებს

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading