საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთად იმუშაონ მიმდინარე დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading