საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია
2025 წლის 30 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, მინისტრის რანგში, სომხეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კოლეგას მასპინძლობისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.




