საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დამწყებ დიპლომატებს საკვალიფიკაციო  სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, დამწყებ დიპლომატებს საკვალიფიკაციო  სერტიფიკატები გადასცა.  სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ, დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების მოსამზადებელი პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდა დიპლომატებს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. 

დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეების მოსამზადებელი პროგრამა დიპლომატიურ ინსტიტუტში ყოველწლიურად ტარდება.

პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის იმ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში მათი შემდგომი საქმიანობისთვის. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროგრამა 33-მა დიპლომატმა დაასრულა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading