საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის ავტოტექნიკა შეემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, 27 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის სამაშველო ავტოტექნიკა შეემატა. Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა დაქვემდებარებულ დანაყოფში გადანაწილდება.

ავტომანქანები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის. ახალი მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას და უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას სამაშველო ღონისძიებების დროს, რთულად მისადგომ ადგილებში.

ახალი ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა პირადად დაათვალიერა და მეხანძრე-მაშველებს ავტოპარკის განახლება მიულოცა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading