“საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. ეს არის ერთი ნაწილი იმ დანაშაულის, რომელიც ამ ბატონებმა ჩაიდინეს. თუმცა, მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – თავად არგამოცხადების შინაარსია”-ნინო წილოსანი

“საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. ეს არის ერთი ნაწილი იმ დანაშაულის, რომელიც ამ ბატონებმა ჩაიდინეს. თუმცა, მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – თავად არგამოცხადების შინაარსია. მათ ალბათ, ეშინიათ იმ კითხვების, რომელსაც საგამოძიებო კომისიაზე დაუსვამდნენ და ეშინიათ იმ პასუხების, რომლის გაცემაც მოუწევთ. ვინც კი ადევნებს თვალ-ყურს საგამოძიებო კომისიას, კიდევ ერთხელ დარწმუნდა რა სიბინძურეები ამოიყარა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით. სამწუხაროდ, “ლელოს” ლიდერების მონაწილეობა ამ პროცესებში არაერთხელ, გაკვრით თუ გარკვეული კონკრეტიკით ყოფილა დადასტურებული”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading