საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდანაა შესაძლებელი
რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათების შესახებ?
5 რჩევა გამოსაცდელებს
1 საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე;
2 დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან (online.naec.ge);
3 საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს;
4 შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, თუმცა ისე, რომ არ დაზიანდეს მასზე დატანილი შტრიხკოდი;
5 შეგახსენებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ან სხვა დღეს გამოცხადებისას გამოცდაზე აღარ დაიშვებით.
ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ძვირფასო აბიტურიენტებო Regionnews-ი წარმატებებს გისურბებთ!
