საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით– საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ სრულად ფუნქციონირებს და მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.
👉 საერთაშორისო გადაზიდვები და ფიზიკური პირების საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
📌 შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს დევდორაკის ხეობაში განგაშის სისტემის გააქტიურების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, გამშვებ პუნქტზე მყოფი პირები დროებით გადაიყვანეს დაცულ ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია.