სააპელაციო სასამართლომ „9 მილიონის საქმეზე“ სააკაშვილის წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა და მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას თანხის დაბრუნება დაავალა.
გამოძიების ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხები სხვადასხვა პირად ხარჯზე იყო გამოყენებული, მათ შორის გამაჯანსაღებელ პროცედურებზე, ბოტოქსზე, ლიპოსაქციასა და ეპილაციაზე, ასევე პირადი მზარეულის ჩამოყვანაზე.
საქმის მასალების მიხედვით, ათიათასობით ლარი დაიხარჯა ოქროს სამკაულებისა და საათების შეძენაზე, ასევე სააკაშვილის შვილის სწავლების დაფინანსებაზე. დოკუმენტებში ფიგურირებს სასტუმროების, სპა-სალონებისა და სხვა მომსახურების ხარჯებიც.