,,სააკაშვილს ეშინოდა აქციების და რევოლუციების და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში. ეშინოდა თავისუფალი მედიის, ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა მედია, უბრალოდ „იმედთან“ ეს ხავერდოვნად ვერ მოახერხა – ვარდებით და ტიტებით, ეს მოახერხა ხელკეტებით”- სოფო ნიკოლაიშვილი

„არ მახსოვს მაშინ [„იმედის“ დარბევის შემდეგ] არცერთი ისეთი მწარე გამოხმაურება ევროპელი დიპლომატების მიერ, რასაც დღეს ვხედავთ [საქართველოს ხელისუფლების მისამართით]. რაღაც იმედები გვქონდა, მაგრამ ყველა უძლური აღმოჩნდა ამ [„ნაციონალური მოძრაობის“] რეჟიმის წინააღმდეგ. რა მიზანიც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, ის შეასრულა. მას ეშინოდა აქციების და რევოლუციების, რადგან თვითონ რევოლუციით მოვიდა და პარლამენტი გადაისროლა ქუთაისში. ეშინოდა თავისუფალი მედიის და ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა ეს მედია, უბრალოდ „იმედთან“ ეს ხავერდოვნად ვერ მოახერხა – ვარდებით და ტიტებით, ეს მოახერხა ხელკეტებით, ყველანაირი დაუწერელი კანონით“, – განაცხადა „იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading